მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

კომპანია: Hash Bank

გამოქვეყნების თარიღი: Nov 21

დასრულების ვადა: Dec 21

ადგილმდებარეობა: თბილისი

"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა მხარდაჭერის სრული ციკლის მართვა მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, სატელეფონო და ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
** მომხმარებლების დეტალური და ზუსტი ინფორმირება საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
** შემოსული ინციდენტების სისტემაში რეგისტრაცია და საჭიროების მიხედვით, შესაბამისი დეპარტამენტებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
** მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა და სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** ციფრული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 დეკემბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...