გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია "ქომმონ ბრიჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას სარკინიგზო, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.
კომპანიის ვებგვერდი: https://common-bridge.com/
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე (ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: gorelishvili@common-bridge.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს