ბუღალტერ-ოპერატორი

კომპანია: ნიუ ჰოსპიტალსი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 19

დასრულების ვადა: Dec 19

ადგილმდებარეობა: თბილისი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილებაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბუღალტრო, ეკონომიკური, ფინანსების მიმართულება) - მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Office, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს გავლილი ACCA-ის ერთი წიგნი მაინც;
** სასურველია, ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/არქივირება;
** ბუღალტრული გატარების შესრულება და საბუღალტრო პროგრამაში დროული ასახვა;
** მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანა;
** გადარიცხვების წარმოება;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება პროგრამაში.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური უნარები;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 18.12.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბუღალტერ-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...