გაყიდვების აგენტი

კომპანია: სასტუმრო აფიშა

გამოქვეყნების თარიღი: Nov 19

დასრულების ვადა: Dec 19

ადგილმდებარეობა: თბილისი

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს მომსახურებებისა და შეთავაზებების აქტიური გაყიდვა არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის.
** კორპორატიულ კომპანიებთან, ტურისტულ სააგენტოებთან კომუნიკაცია და ურთიერთობების შექმნა/განვითარება.
** შემომავალი ზარებისა და მოთხოვნების დამუშავება, შეთავაზებების მომზადება და მიწოდება.
** ფასების, პაკეტების და აქციების პრეზენტაცია პოტენციური პარტნიორებისთვის.
** პოტენციური პარტნიორების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება.
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა და შედეგების მონიტორინგი.
** ჯავშნების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტთან.
** CRM სისტემაში მონაცემების შეყვანა და განახლება.
** სასტუმროს ღონისძიებებსა და პრომო აქტივობებში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასტუმრო სფერო ჩაითვლება უპირატესობად).
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** საოფისე პროგრამებისა და სასტუმროს PMS სისტემების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** კორპორატიული ფასდაკლება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების აგენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...