შესყიდვების მენეჯერი
"ვილბურ ჰოლდინგი" არის ჯგუფი, რომელიც რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სხვადასხვა დარგში.
ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Giggles Concept, Messyweekend), სტუმარმასპინძლობას (რესტორანი Brod, სასტუმრო Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია "Giggles" აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა
** შეკვეთის მიწოდების ვადების/კონტროლისა და მიღების პროცედურების მართვა
** პროდუქციის სწორი სახეობის, რაოდენობისა და სხვა მახასიათებლის დაზუსტება, შესყიდვების პროცესის დაგეგმვა
** ეფექტური კომუნიკაციის მართვა კომპანიის შიდა/გარე დაკავშირებულ პირებთან, მომწოდებლებთან
შესყიდვების გეგმის შემუშავება, გაყიდვების პროგნოზებისა და მარაგების საჭიროებების გათვალისწინებით; შესყიდვების მონაცემებთა დამუშავება
** ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა
** კოლექციების/პროდუქტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა
** საბაჟო პროცედურების სრული კოორდინაცია/დოკუმენტირება
** შესყიდვების სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზი
** შესყიდვების განხორციელება კომპანიის სრული მასშტაბით, მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც პროდუქტის, ასევე სხვადასხვა სერვისების კუთხით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს