მიმღები-ოპერატორი

კომპანია: მისტერ მასტერი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 19

დასრულების ვადა: Dec 19

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.

ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია ეძებს მიმღებ ოპერატორს სრულ და არასრულ განაკვეთზე!

მიმღები ოპერატორი - სრული განაკვეთი

** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1000₾ (ხელზე) + ბონუსი (150-200₾)

მიმღები ოპერატორი - არასრული განაკვეთი

** გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 800₾ (ხელზე) + ბონუსი (150-200₾)

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
** ყოველთვიური საპენსიო დანაზოგის დაფარვა
** მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო

შენზე ვფიქრობთ, თუ:

** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
** გაქვს უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხარ
** გაქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
** საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს

შენი მთავარი ამოცანები იქნება:

** ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
** მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
** პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
** ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
** პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოაგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@mrmaster.ge. Subject-ში მიუთითე: "მიმღები ოპერატორი - სრული განაკვეთი" ან "მიმღები ოპერატორი - არასრული განაკვეთი"

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდის დაინტერესებისთვის და გისურვებს წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მიმღები-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...