უმცროსი ბუღალტერი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** საბუღალტრო პროგრამა oris 7-ში მონაცემების შეყვანა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** Excel-ში მონაცემების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში ატვირთვა;
** ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება საბიუჯეტო კოდების შესაბამისად;
** საბაჟო ოპერაციების აღრიცხვა და დაარქივება;
** გარკვეული საბანაკო ოპერაციების ასახვა როგორც სტუდენტურ პორტალზე, აგრეთვე საბუღალტრო პროგრამაში;
** თვის, სემესტრის და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** სამივლინებო დოკუმენტაციის მოწესრიგება და დაარქივება;
** სტუდენტებთან კომუნიკაციის პროცესში ჩართულობა;
** სხვა დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს