მატერიალური რესურსების მართვის სპეციალისტი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების სრულყოფილი აღრიცხვა და კონტროლი.
** შესყიდული პროდუქციის მიღება, ზედნადებთან/ინვოისთან დადარება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** უნივერსიტეტის შიდა პროცედურის შესაბამისად, საწყობიდან პროდუქციის გაცემა და შესაბამისი აღრიცხვა;
** მარაგების კონტროლი და და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების განყოფილებასთან თანამშრომლობა დროული შევსებისთვის;
** აქტივების მოძრაობის სრულყოფილი აღრიცხვა;
** საწყობისა და ინვენტარის აღრიცხვითი სისტემების/დოკუმენტაციის განახლება და მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
** პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება;
** რესურსების დანაკარგების, დაზიანების ან დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** პროდუქციის ჩამოწერა დადგენილი წესის შესაბამისად;
** ღონისძიებისთვის მოთხოვნილი მატერიალური რესურსების დროული მობილიზება, ადგილზე შემოწმება და ღონისძიების დასრულების შემდეგ უკან დაბრუნება/აღრიცხვა.
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინფორმაციის მიღება/დამუშავების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურობა, თავაზიანობა და კეთილგანწყობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00სთ
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 დეკემბერი
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს