ადმინისტრატორი
ბათუმში მდებარე აპარტჰოტელი ვაით სეილსი (White Sails Residential Hotel) აცხადებს ვაკანსიას მიმღებ დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პოზიცია: მიმღები დეპარტამენტის ადმინისტრატორი
გრაფიკი: 2/2-ზე 12 საათიანი ცვლა როგორც დღის, ასევე ღამის (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა
მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკების N5, ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მომსახურება და მიღება სტანდარტების შესაბამისად, პროფესიონალური, მეგობრული და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფა.
** სტუმრების Check-in და Check-out პროცესების მართვა, სტუმრების ინფორმაციისა და გადახდების სიზუსტის უზრუნველყოფა.
** სტუმრების ვინაობის გადამოწმება, ყველა სტუმრის რეგისტრაცია და ხელმოწერის უზრუნველყოფა; ბარათების დამზადება სტუმრის სახელზე.
** ყველა გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი (ოთახის საფასური, დამატებითი სერვისის საფასური).
** სტუმრების შეკითხვების, მოთხოვნებისა და საჩივრების ეფექტურად დამუშავება, უშუალო ხელმძღვანელთან და დაკავშირებულ დეპარტამენტებთან ინფორმაციის გადაცემა.
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისების, დამატებითი სერვისების და ადგილობრივი ატრაქციონების შესახებ.
** ოთახების ჯავშნების მიღება და დამუშავება ტელეფონის, ელ.ფოსტისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების საშუალებით.
** OTA (Booking.com, Expedia, Airbnb და სხვა) მოთხოვნების და ცვლილებების მართვა.
** ოთახების ხელმისაწვდომობის განახლება სასტუმროს სისტემაში (PMS).
** სატელეფონო ზარების და წერილების პროფესიონალურად და დროულად პასუხი.
** რეპორტინგის წარმოება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია უცხო ენების ფლობა სასაუბრო დონეზე - რუსული და ინგლისური, სხვა უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა
ბენეფიტები:
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** წელიწადში დამატებით 6 day off
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ana.mikeladze@grandeurhotel.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო White Sails Residential Hotel-ში.
გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს