ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერი
შპს "ავტორაიდერი" საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას: ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიის შოურუმში, შემოსული მომხმარებლისთვის საჭირო ზეთის და ფილტრის დროული მოძიება,
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის ასახვა პროგრამულად
** რეალიზაციის ზრდაზე მაქსიმალური ზრუნვა;
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა
** მარაგებისა და შეკვეთების მუდმივი კონტროლი
** ყოველი თვის დასაწყისში ინვენტარიზაცია და შედეგების მიწოდება ბუღალტერიისთვის
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** კატალოგთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა)
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე - ქსნის ქუჩისკენ მიმავალ სანაპიროზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, + ბონუსი.
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე დასვენება
სამუშაო გრაფიკი: ოთხშაბათი-შაბათი, 11:00-19:00;
კვირა დღეს 9:30-17:00;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.karkarashvili@autorider.ge, info@autorider.ge მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს