ქსელური და სერვერული აპარატურის შერჩ. და ხარჯთ. სპეციალისტი
"IT Craft" - 2016 წლიდან ერთ-ერთი წამყვანი IT ინფრასტრუქტურის პროვაიდერი კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქსელური და სერვერული აპარატურის შერჩევისა და ხარჯთაღრიცხვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ვაკანსია: ქსელური და სერვერული აპარატურის შერჩევისა და ხარჯთაღრიცხვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, პავლე ინგოროყვას 19
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელური, სერვერული და დაბალძაბვიანი აპარატურის ტექნიკური შერჩევა
** ხარჯთაღრიცხვების მომზადება და ფასების სტრუქტურირება
** კომუნიკაცია ბრენდებთან, ოფიციალურ დისტრიბუტორებთან და მომწოდებლებთან
** ტექნიკური სპეციფიკაციების შედარება და ანალიზი
** შიდა ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პარამეტრების შეთანხმება კლიენტებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება IT ინფრასტრუქტურაში, ქსელურ ან სერვერულ ტექნიკაში
** ტექნიკური ცოდნა შემდეგ სფეროებში: Switching, Routing, Server Hardware, PoE, VLAN, SFP, UPS
** ცოდნა სხვადასხვა ბრენდების მიმართულებით (მაგ. Cisco, Mikrotik, Ubiquiti, HP, Dell, Hikvision, Hanwha და სხვ.)
** კომუნიკაციის უნარი ბრენდების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებსა და ვენდორებთან
** Excel/Sheets-ში მუშაობის ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი
უპირატესობად ჩაითვლება:
** გამოცდილება ხარჯთაღრიცხვების მომზადებაში
** გამოცდილება ტენდერებში ან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერაში
** საინჟინრო პროექტირების პრინციპების ცოდნა
კომპანია გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს
** მონაწილეობას კორპორატიულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად 2500+)
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულმა პირმა CV გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hr@itcraft.ge
სათაურში მიუთითეთ: "ინფრასტრუქტურის შერჩევისა და ხარჯთაღრიცხვების სპეციალისტი"
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს