შესყიდვების მენეჯერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და შეთანხმების საფუძველზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხის გამოყენებით;
** გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და შედეგის მიღწევა;
** კომპანიის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, გაუმჯობესება და რეგულარული მონიტორინგი;
** შესყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მომზადება და მონიტორინგი;
აუცილებელი უნარები:
** შესყიდვების-გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ფლობა (უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ, CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - "subject"-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს