მაღაზიის მენეჯერი

კომპანია: SPAR Partner

გამოქვეყნების თარიღი: Nov 17

დასრულების ვადა: Dec 17

ხელფასი: 1300

ადგილმდებარეობა: თბილისი

"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1300 ლარიდან + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა.
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: tsiklaurinato35@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მაღაზიის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ტელ: 577 390 844

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მაღაზიის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...