ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტი
"WeCharge" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტის თანამდებობაზე.
"WeCharge" არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.
ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი მობილურის დატენვის სისტემა.
თუ გიყვარს და გაინტერესებს ტექნოლოგიები, და გსურს კარიერულად გაიზარდო სტარტაპ კომპანიაში, შემოუერთდი ჩვენს მზარდ გუნდს ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
ამ პოზიციაზე შესაძლებელია სტუდენტის დასაქმებაც.
ძირითადი მოვალეობები:
** სადგურებისა და დამტენების ტრანსპორტირებისთვის მომზადება, მათი გატესტვა და პარტნიორ ობიექტში ტრანსპორტირება.
** სადგურებისა და დამტენების განთავსება პარტნიორ ობიექტებში.
** სადგურის ინსტალაცია და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** სადგურებისა და დამტენების მუშაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩანაცვლება.
** დაზიანებული ან მოძველებული სადგურების/ფოვერ ბანკების დროული ჩანაცვლება.
** ტექნიკური აპარატურის, ფოვერ ბანკების და სადგურების მოვლა-პატრონობა.
** სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება და ვიზიტების პლატფორმაზე აღრიცხვა.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან დადგენილი პერიოდულობით.
პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:
** ტექნიკური სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, ინსტალაციის პროცესის ათვისება შესაძლებელია მცირე დროში.
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია)
** ინგლისური ენა (სასურველია)
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა (ანაზღაურდება იჯარა და საწვავი)
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ახალი გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კამანის ქუჩა #1 (საბურთალო)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი; სტუდენტების ხელშეწყობა სწავლასთან.
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (100-500 ლარამდე);
** დასაქმებიდან 6 თვეში განიხილება ანაზღაურების ზრდა.
განაცხადი გამოგზავნეთ შემდეგ მეილზე hr@wechargers.com გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.
შეტყობინება:
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, შპს ვი ჩარჯი ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს ვიჩარჯის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს