B2B გაყიდვების მენეჯერი
"WeCharge" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანია WeCharge-ის შესახებ:
WeCharge არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მარტივი, კომფორტული და ხელმისაწვდომი მობილური დატენვის სერვისი ადამიანებისთვის, რომლებიც მუდამ მოძრაობაში არიან.
ამიტომ, ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა პარტნიორი ობიექტების ქსელის გასაფართოებლად და შემოსავლების გასაზრდელად.
** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
** მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკის გამოყენება გაყიდვების შედეგების გასაუმჯობესებლად და მიზნების მისაღწევად.
** ზარების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან.
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
** გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნა და შენარჩუნება პარტნიორ ობიექტებთან.
** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესის, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში სასურველია).
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია ტექნოლოგიურ ან B2B სექტორში).
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
** კრეატიული და ინოვაციური მიდგომა პრობლემების გადაჭრისას.
** ანალიტიკური აზროვნება.
** სწრაფად მზარდ გარემოში ადაპტაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კამანის ქ. №1 (საბურთალო)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შედეგების მიხედვით
** ჯამური საშუალო ანაზღაურება: 3, 000- 3500 ლარი (ხელზე ასაღები)
** ფიქსირებული ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
** ბონუსი: 1, 900-2, 400 ლარი, დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში.
კარიერული განვითარების შესაძლებლობა:
WeCharge თანამშრომლებს შესთავაზებს კარიერული ზრდის საერთაშორისო შესაძლებლობას, კომპანია გეგმავს პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wechargers.com გთხოვთ, გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება B2B გაყიდვების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით პერსონალურად.
შენიშვნა:
WeCharge მოქმედებს საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების ფარგლებში. განაცხადის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას აღნიშნული პირობებით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს