1 C პროგრამის ადმინისტრატორი

კომპანია: ფავორიტი სტილი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 14

დასრულების ვადა: Dec 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ფავორიტი სტილი" - ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორაციული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.
შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე:
1 C პროგრამის ადმინისტრატორი.

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

ძირითადი მოვალეობები:

** 1C პროგრამაში წარმოების დოკუმენტების სრულყოფილად აღრიცხვიანობის კონტროლი;
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ლიცენზიების კონტროლი;
** კომპანიისთვის საჭირო ახალი მოდულების დანერგვაში მონაწილეობა, ტესტირება და დანერგვა;
** სისტემის პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** რეპორტინგი;
** კომპანიის თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების მზაობა/უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობა;
** 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "1C პროგრამის ადმინისტრატორი".

შპს "ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს [ფავორიტი სტილ] -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - 1 C პროგრამის ადმინისტრატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...