დაცვის თანამშრომელი
"არტ ჰაუსი" წარმოადგენს შეხვედრების ადგილს შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, სადაც ხელოვნება, გასტრონომიული მრავალფეროვნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დასვენება ერთიანდება.
პოზიცია: დაცვის თანამშრომელი
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის ქ. #7
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, სახანძრო, კამერები, ელექტრონული სისტემების და ა.შ) მართვა და კონტროლი.
** ხანძრის, ძარცვის, ქურდობის ან რაიმე სხვა დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, სათანადო რეაგირების მოხდენა.
** სამუშაო ადგილზე შესასვლელ-გასასვლელის კონტროლი.
** ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის შემოვლა.
** არასტანდარტული მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირების მოხდენა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
ზოგადი მოთხოვნები:
** მოცემულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
hr@thearthouse.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - hr@thearthouse.ge
დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს "მაგთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს