ბარისტა

კომპანია: აფოგატო

გამოქვეყნების თარიღი: Nov 14

დასრულების ვადა: Dec 13

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

"აფოგატო" მოდის ისთ ფოინთში!

ყავის მოყვარულებო, მზად ხართ ახალი თავგადასავლისთვის?

ძალიან მალე "აფოგატოს" არომატული ყავის სურნელი დატრიალდება და ვეძებთ ენერგიულ ადამიანს, ვინც ჩვენს გუნდს ბარისტად შემოუერთდება!

ლოკაცია: ისთ ფოინთი
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + tips + კვება
გრაფიკი: 2 სამუშაო / 2 დასვენება

როგორი იქნება შენი დღე ჩვენს გუნდში:

** მოამზადებ გემრიელ ყავებს და ცივ სასმელებს;
** დაეუფლები დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეძლებ კერძების შემადგენლობის აღწერას;
** გაუღიმებ სტუმრებს და დაეხმარები მათ არჩევანში;
** დაიცავ სისუფთავეს და კაფის სტანდარტებს;
** იმუშავებ გუნდურად (ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით)
** უზრუნველყოფ ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვას კაფეში;

შენგან ველით:

** სამზარეულოში მუშაობის მცირე გამოცდილება — დანარჩენს ადგილზე გასწავლით!
** მნიშვნელოვანია რომ იყო გახსნილი, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი;
** სწრაფ სამუშაო რიტმში პოზიტიურად მუშაობის შესაძლებლობას;

მოდი, ერთად გავავრცელოთ ყავის სურნელი!

თუ გინდა ისწავლო და გახდე საუკეთესო ამ სფეროში — გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: gstrelchenko@affogato.ge.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბარისტა

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...