საწარმოს დასუფთავების თანამშრომელი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
მინის წარმოების სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა);
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, საათები: 09:00-13:00 ან 14:00-18:00 (არასრული განაკვეთი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა შრომის უსაფრთხოების წესების და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვება;
** საწარმოში სისუფთავის შენარჩუნება;
** წარმოების დანადგარების სისუფთავეზე ზრუნვა;
** სანაგვე ყუთების შემოწმება, დაცლა, გასუფთავება;
** ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლიანი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს