მარკეტინგის სპეციალისტი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დანერგვა;
** მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
** კონტენტ კალენდრის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და იდეების გენერირება;
** ფოტოსესიების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის არხების მართვა;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** პროექტული დავალება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან და დირექტორთან.
ჩვენ ვითხოვთ:
** უმაღლეს განათლებას;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;
** მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** ანალიტიკური აზროვნების უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს