ციფრული ედვერთაიზერი
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ციფრული ედვერთაიზერი ქალაქში - თბილისი.
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით.
სამუშო ლოკაცია: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 104
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სარეკლამო სტრატეგიის შედგენა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
** ციფრული რეკლამის კამპანიების სრული ციკლის მართვა, დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია Google Ads, Meta Ads და სხვა მსხვილ პლატფორმებზე;
** კამპანიების ბიუჯეტის მართვა, ეფექტიანობის ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნაბიჯების დაგეგმვა;
** Conversion Tracking-სა და Pixel/Tag ინსტრუმენტების დაყენება და მონიტორინგი;
** კონკურენტების ციფრული აქტივობების კვლევა, რეკომენდაციების მომზადება;
** გაშვებული სარეკლამო კამპპანიების მონიტორინგი და შემდგომი რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული რეკლამის სფეროში, რითეილში მუშაობის გამოცდილება იქნება უპირატესი;
** Google Ads და Meta Ads პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** კამპანიების ანალიტიკისა და ძირითადი მეტრიკების (CTR, CPA, ROAS და სხვ.) ცოდნა;
** Excel და Google Analytics-ის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიის ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KALvFYl
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს