უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "Mycorner.ge" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია Mycorner.ge არის მულტიფუნქციური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც წლებია მუშაობს ექსკლუზიური მოდელით და სთავაზობს მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას, შეფასებას საერთაშორისო სტანდარტით.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44;
გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი.
სამუშაო პერიოდი: 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
განვითარების შესაძლებლობა;
სრული იურიდიული, მარკეტინგული და ტექნიკური მხარდაჭერა;
მაღალი ბონუსური სისტემა;
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ინდივიდუალური ბაზის შექმნა;
** უძრავი ქონების პორტფელის შექმნა;
** მოლაპარაკების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/ან ბოლო კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
თუ გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@mycorner.ge
Mycorner.ge მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს