ტრაილერის მძღოლი

კომპანია: ალფა პეტი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 11

დასრულების ვადა: Dec 11

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: ნატახტარი

"ალფა პეტი" საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.Alfa-pet.com

"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე.

ვაკანსიის დეტალები:

პოზიცია: ტრაილერის მძღოლი (CE კატეგორია).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, შაბათი 09:00-14:00.
სამუშაო ადგილი: კომპანია "ალფა-პეტი"-ს სათაო ოფისი/საწარმო, სოფ. მისაქციელი. სასურველია მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული ცხოვრობდეს მისაქციელში, ან მიმდებარე ტერიტორიაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

დამატებითი სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების ხარჯების თანადაფინანსება.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოების წესების დაცვით.
** ავტომანქანის სისუფთავეზე ზრუნვა.
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა / ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** CE კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ტრაილერსა და სხვა სატვირთო ავტომანქანებზე სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია მძღოლად მუშაობის 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტრაილერის მძღოლი.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ტრაილერის მძღოლი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...