შესყიდვების ასისტენტი
"დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ასისტენტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია: შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა სამშენებლო და სარემონტო პროექტებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყოების და ინვენტარის დროულად და ხარისხიანად შესაძენად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლების მოძიება და შეთავაზებების მიღება.
** ფასების შედარება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება მენეჯერისთვის.
** შეკვეთების განთავსება დამტკიცებულ მომწოდებლებთან.
** მასალების მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** მიღებული საქონლის შესაბამისობის შემოწმება შეკვეთასთან და ინვოისებთან.
** საწყობთან და პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია საჭირო მასალების რაოდენობისა და გადაცემის შესახებ.
** შესყიდვების მენეჯერისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
** ტრანსპორტირების, მიწოდების ვადების და დეფიციტური მასალების მონიტორინგი.
** სხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული დავალებები შესყიდვების განყოფილების ფარგლებში.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** გამოცდილება ან სტაჟირება შესყიდვებში, ლოგისტიკაში ან სამშენებლო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ისა და დოკუმენტებთან მუშაობის კარგი ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარები.
ელფოსტა: s.abramashvili@decoline.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს