ექსპორტის სტაჟიორი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სტაჟიორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული შეკვეთების მიღება/პროგრამული ასახვა, სტატუსების შეცვლა და კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით;
** პარტნიორებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი წარმოების შესახებ;
** კონტრაქტებისა და მათი თანმხლები სხვა დოკუმენტაციის ატვირთვა საერთო ბაზაში/მათი ადმინისტრატორისათვის გადაგზავნა;შეფუთვის სიების გაწერა და საჭიროების შემთხვევაში მათი დაკორექტირება;
** შეკვეთების მიწოდების ვადების კონტროლი;
** 6 თვიანი და წლიური გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღება, მონაცემების დამუშავება და განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი განყოფილებისათვის გადაგზავნა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცისა და რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების (B1) დონეზე ცოდნა.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს