ოპერაციების სპეციალისტი/ტურ-ოპერატორი

კომპანია: დილა პლუსი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 09

დასრულების ვადა: Dec 09

ხელფასი: 1400

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "დილა პლუსი" უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს კავკასიის ტურისტულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან, დაუვიწყარ ტურს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ჩვენ ვეძებთ უნივერსალურ ოპერაციების სპეციალისტს/ტურ ოპერატორს, რომელიც ჩაერთვება ტურების საორგანიზაციო და კოორდინაციულ პროცესებში, იმუშავებს როგორც სასტუმროებთან, ასევე რესტორნებთან, და საჭიროებისამებრ — ქოუთეიშენის ნაწილშიც მიიღებს მონაწილეობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, კოორდინაცია და ბიუჯეტირება პარტნიორ კომპანიებთან ერთად;
** სასტუმროებთან, რესტორნებთან, გიდებთან და სხვა მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა ადგილზე ან დისტანციურად;
** პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** მიღებული მოთხოვნების სწრაფი ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
საჭიროებისამებრ — ქოუთეიშენების მომზადებაში ან ფასების გაანგარიშებაში დახმარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური, ორგანიზებული და ინიციატივიანი;
** პასუხისმგებლობიანი და სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე;
** vტურიზმის სფეროში ნებისმიერი გამოცდილებით (გიდად, ტურ-მენეჯერად, ოპერაციებში ან ადმინისტრაციულ როლში);
** ინგლისური ენის კარგად მცოდნე (ზეპირად და წერილობით).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტული ანაზღაურება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

სამუშაო ფორმატი:

** პოზიცია ძირითადად ოფისზე დაფუძნებულია, თუმცა თვეში დაახლოებით 4-7 დღის განმავლობაში, თქვენი სურვილის შესაბამისად, მოგიწევთ ტურ-მენეჯერის როლის შესრულება საველე პირობებში. (დამატებითი ანაზღაურდება)
** ტურების პერიოდში თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ოპერაციების გამართულად წარმართვაზე — პარტნიორებთან (მაგ. რესტორნები, სასტუმროები) კომუნიკაციაზე, დროის მართვაზე და საჭიროებისამებრ კლიენტების საკითხების ადგილზე მოგვარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:30-19:00; შაბათი 12:00-16:00.
ხელფასი: 1400 + ლარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: office@dilaplus.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ოპერაციების სპეციალისტი/ტურ-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...