საწყობის კოორდინატორი

კომპანია: ბრედფილდი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 07

დასრულების ვადა: Dec 07

ადგილმდებარეობა: თბილისი

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი

ბენეფიტები:

** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
** Fit pass

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის, მზა პროდუქციის და სამეურნეო საწყობის კონტროლი
** საწყობის სანიტარულ/ჰიგიენური დასუფთავების გეგმის შესრულება და მონიტორინგი
** შეკვეთების მიღების, მომზადებისა და გადაცემის პროცესის მართვა დადგენილი სტანდარტების და წესების შესაბამისად
** დასაწყობების პრინციპების FIFO და FEFO დაცვა და კონტროლი
** საყინულე ოთახში პროდუქციის განთავსების პროცესის მართვა
** ინვენტარიზაცია, ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება
** ხარისხის სისტემების მოთხოვნების შესაბამისად, ჩექლისთების შევსება და რეპორტების მომზადება
** პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი მიღებისას, დასაწყობებისას და დატვირთვისას
** ERP სისტემაში ნაშთების, მარაგების და ვადების კონტროლი
** გაცემული და მიღებული პროდუქციის ERP ბაზაში ასახვა, როგორც იმპორტის, ისე ადგილობრივი შესყიდვის დროს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საწყობში მარაგების აღრიცხვის და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება
** MS Office-ის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საწყობის კოორდინატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...