სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი

კომპანია: საკონდიტრო ბელა

გამოქვეყნების თარიღი: Nov 07

დასრულების ვადა: Dec 07

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** საწარმოს ტერიტორიისა და მაღაზიების შემოვლა, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაძლებლობების ფარგლებში აღმოფხვრა;
** მაღაზიების აღჭურვა-მომარაგება სხვადასხვა სახის ინვენტარით, დაზიანებული ინვენტარისა და მოწყობილობების შეკეთება;
** შესაბამისი მოწყობილობების სისტემატური დათვალიერება/კონტროლი;
** სადეზინფექციო-სადერატიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნიკური რეგულაციების დაცვა-კონტროლი;
** კომპანიის მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებში.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...