საწარმოს ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელი

კომპანია: ნიკორა

გამოქვეყნების თარიღი: Nov 06

დასრულების ვადა: Dec 06

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ERP (საწარმოს აღრიცხვიანობის პროგრამა) და საწარმოო პროცესების კოორდინირება.
** რეპორტების წარმოებისა და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდების კონტროლი.
** საწარმო პროგრამაში ოპერაციების სწორად გატარების კონტროლი.
** საწარმო პროგრამაში ინვენტარიზაციების შედეგების ასახვის კონტროლი.
** დახარჯული ნედლეულისა და წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობების სისწორის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა.
** საწარმოო პროცესებში აღრიცხვიანობის ჭრილში სიახლეების ინიცირება.
** ოპერატორების ჯგუფის მართვა და ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი), უპირატესობა მიენიჭება: კომპიუტერულ ტექნოლოგიებს/ინჟინერიას/სასურსათო ტექნოლოგიებს;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) კარგად;
** ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე;
** ERP პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მონიტორინგისა და ERP სისტემების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საწარმოს ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...