ფურნიტური საწყობის ხელმძღვანელი
"ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ფურნიტური საწყობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერისთავის ფილიალში (თორნიკე ერისთავის ქ. #21)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პროდუქციის მიღება/გაცემა/გადაადგილების პოლიტიკის შემუშავება, აღსრულება და მუდმივი მონიტორინგი;
** საწყობის გამართული ფუნქციონირება და სწორი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიღების ორგანიზება;
** კომპანიის მომგებიანობის ზრდისკენ მიმართული სასაწყობე მეურნეობის ეფექტური მართვა, პროცესების აღსრულება/კონტროლი და მუდმივი სწრაფვა გაუმჯობესებისკენ.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
სამუშაო პირობები:
** განრიგი: 09:15-18:15
** დასვენების დღე: შაბათი-კვირა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@ltb.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფურნიტურისა და აქსესუარების საწყობის მენეჯერი".
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს