ანგარიშსწორების უფროსი სპეციალისტი

კომპანია: პროკრედიტ ბანკი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 04

დასრულების ვადა: Dec 03

ადგილმდებარეობა: ბათუმი

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" ბათუმის ფილიალის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: ანგარიშსწორების უფროსი სპეციალისტი

მოვალეობები/ფუნქციები:

** უცხოურ ვალუტაში გადარიცხვა-ჩარიცხვებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება (დამუშავება, კონტროლი, შესაბამისობის მართვა) შიდა საბანკო პროგრამასა და საერთაშორისო საანგარიშსწორებო/საკომუნიკაციო ელექტრონულ სისტემებში.
** უცხოურ ვალუტაში გადარიცხვა-ჩარიცხვებთან დაკავშირებული გამოძიებების წარმოება
** კორესპონდენტ ბანკებთან ამონაწერების ტრანზაქციების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი
** ბანკის შიდა და გარე რეგულაციების დაცვა.
** რისკების შეფასება და მინიმალიზაციის პროცესებში მონაწილეობა.
** პროდუქტების აღწერილობის შექმნა და დეტალური ტესტირებების წარმოება ახალი პროექტების სპეციფიკაციებისა და მოთხოვნების მიხედვით.
** თანამშრომლობა ბანკის ნებისმიერი რგოლის თანამშრომლებთან. ასევე მოლაპარაკებების წარმართვა და თანამშრომლობა ბანკის გარეთ ინსტიტუტებთან როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო დონეზე.
** ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე სხვა ფუნქციების შესრულება

მოთხოვნები:

** საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სვიფტის სისტემის ჯეროვანი ცოდნა.
** საერთაშორისო გამოძიებებთან დაკავშირებული გამოძიებების წარმოების გამოცდილება.
** საერთაშორისო კონტრაგენტებთან ურთიერთობის პრაქტიკა.
** საოფისე და საფინანსო პროგრამები.
** კომუნიკაციის უნარები - შიდა და საგარეო პარტნიორებთან ეფექტური კოორდინაციისთვის; გუნდში მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

უპირატესობები:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
** მხარდამჭერი და თანამშრომლობითი სამუშაო გარემო

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "ანგარიშსწორების უფროსი სპეციალისტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17/11/2025

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ანგარიშსწორების უფროსი სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...