მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი

კომპანია: დაირექტ დებიტ ჯორჯია

გამოქვეყნების თარიღი: Nov 01

დასრულების ვადა: Nov 15

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და რეპორტინგის დეპარტამენტში, მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში (დღის ცვლა).

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

** კომპანიის ავტომობილების გადაადგილების პროცესის ვიდეო და GPS მონიტორინგი;
** სწრაფი გადახდის აპარატის განულების პროცესის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი, რისკების შეფასების უნარი.

სამუშაო განრიგი: ორი დღე მუშაობა - მესამე დღეს დასვენება.
სამუშაო საათები: არაუმეტეს კვირაში 40 საათისა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა #106;
ხელფასი: ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1150 ლარი.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 15 ნოემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი (დღის ცვლა)".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...