უმცროსი გრაფიკული დიზაინერი

კომპანია: ბლოქსი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 01

დასრულების ვადა: Nov 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 19
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (On-site)

შენი ძირითადი ამოცანები იქნება:

** პოლიგრაფიული დიზაინის (ფლაერები, ბუკლეტები, სტიკერები და სხვა მასალები) შექმნა და საბეჭდ ფაილებად გამზადება;
** სოციალური მედიის არხებისთვის გრაფიკული ვიზუალების მომზადება;
** ონლაინ კამპანიებისთვის საჭირო გრაფიკული მასალების დამზადება;
** გარე რეკლამის დიზაინის შემუშავება;
** მარკეტინგული იდეების ვიზუალური პრეზენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება პროგრამებთან მუშაობაში (Adobe Photoshop, Illustrator);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პორტფოლიო (აუცილებელია);
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** შემოქმედებითი აზროვნება და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** შესაძლებლობა, განვითარდე პროფესიონალ გუნდში;
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული ატმოსფერო;
** კარიერული და პროფესიული ზრდის პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი პორტფოლიო და რეზიუმე მისამართზე: info@blox.ge

განაცხადების მიღება გაგრძელდება 10 ნოემბრამდე.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი გრაფიკული დიზაინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...