ფილიალის მენეჯერი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 12 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.
კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პოზიცია: ფილიალის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, (ვაჟა-ფშაველას ფილიალი).
იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
** ფილიალში წარმოდგენილი ბრენდებისთვის თანაბარი ყურადღების მიქცევა, გაყიდვების ანალიზი;
** სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
** პროფესიულ ტრეინინგებს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: ფილიალის მენეჯერის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1400₾ და დამატებით ბონუსი (200 -350₾).
კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს