ფრონტ ოფისის მენეჯერი

კომპანია: სასტუმრო ხედი

გამოქვეყნების თარიღი: Oct 29

დასრულების ვადა: Nov 29

ადგილმდებარეობა: თბილისი

სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.

სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე, იდეალური ადგილია ძველი თბილისის ატმოსფეროს შესაგრძნობად.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი.

სასტუმრო "ხედი", აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის (მიღება-განთავსების) მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** მიმღები დეპარტამენტის თანამშრომლების მართვა და მოტივირება, ყოველდღიური ზედამხედველობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებისა და პროდუქტიულობის ყველა სტანდარტის დაცვა სტუმრების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით;
** დავალებების განაწილება და მიმღებ დეპარტამენტში ყოველდღიური სამუშაო ცვლის პროცესის კოორდინირება და ზედამხედველობა;
** მიმღებში მომუშავე თანამშრომლების ტრენინგი;
** სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
** ანგარიშსწორების პროცედურის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
** ნომრიდან სწორი შემოსავლის მიღება და აღრიცხვა;
** სასტუმროს პროგრამაში ნომრის ღირებულების, სტუმართა მონაცემების სწორად შეყვანის მონიტორინგი;
** სტუმრების უკეთ მომსახურების მიზნით დეპარტამენტებს შორის დროული და სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** სტუმრების სატელეფონო შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხის გაცემა.

მოთხოვნები:

** ქართული ენის ფლობა, ასევე უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა;
** მიმღები დეპარტამენტის მენეჯერის ან სუპერვაიზერის, ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Opera, Fidelio - ს ცოდნა,
** MS Office (Word, PowerPoint, Outlook და Excel) ცოდნა,
** პრიორიტეტებისა და დროის მართვის უნარი.
** პირობები:
** 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი მცოცავი დასვენების დღეებით;
** 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი;
** კვება; ფიტპასი, სამედიცინო დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე - hr@khedihotel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფრონტ ოფისის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფრონტ ოფისის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...