ობიექტების ხელმძღვანელი

კომპანია: Panchenko Caviar House

გამოქვეყნების თარიღი: Oct 26

დასრულების ვადა: Nov 26

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ხიზილალის სახლი პანჩენკო" - აცხადებს ვაკანსიას ობიექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია სპეციალიზებულია პრემიუმ ხარისხის თევზის მოშენებასა და ხიზილალის წარმოებაში. გვაქვს სამი საწარმოო ობიექტი: ხამში (კახეთი), გეგუთი (ქუთაისი) და ტბისი (თეთრიწყარო).

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს გამოცდილება ოპერაციული და ფინანსური მართვის მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (უპირატესობა ენიჭება რუსულს);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ბიუჯეტის შედგენისა და კონტროლის უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია;
** ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობის წინაშე.

პიროვნული თვისებები:

** მავნე ჩვევების არქონა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლების მოტივაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა და კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა და პრაგმატული მიდგომა
** პასუხისმგებლობა, მაღალი დისციპლინა და პუნქტუალურობა

ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიუმებს და დაინტერესებული ბრძანდებით არსებული ვაკანსიით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: ts.kirkitadze@gmail.com

მეილის თემად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ობიექტი.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ობიექტების ხელმძღვანელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...