სერვისის კონსულტანტი

კომპანია: iSpace

გამოქვეყნების თარიღი: Oct 21

დასრულების ვადა: Nov 20

ხელფასი: 850

ადგილმდებარეობა: თბილისი

"iSpace | Apple Premium Partner" აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას.

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში, ეს პოზიცია შენთვისაა!

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში
** მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან
** წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან
** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
** დეფექტური პროდუქტების მიღება და სერვისის პროცესის მართვა
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა
** სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა
** პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
** კოორდინაცია ტექნიკურ დეპარტამენტებთან
** მუშაობა Apple-ის და 1C სისტემებში

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, მცოცავი გრაფიკი)
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული: 3 თვე 850 ლარი, 3 თვის შემდეგ 950 ლარი + ბონუსი

https://hel-ai.com/apply/LjxEZveb

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სერვისის კონსულტანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...