ბუღალტერი
კომპანია "ოქსონ სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** შედარების აქტების დამზადება;
** ფინანსური რეპორტების აწყობა და ანალიზი;
** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება.
** მენეჯერის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;
** დეკლარაციების მომზადებაში მთავარი ბუღალტრის დახმარება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა;
** აუდიტთან და მარეგულირებლებთან თანამშრომლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება (ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგად ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა - ORIS 7- ში მუშაობის გამოცდილება.
მისამართი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის N2 (მზიურის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს