უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

კომპანია: EBIT Group

გამოქვეყნების თარიღი: Oct 16

დასრულების ვადა: Oct 23

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

"EBIT Group" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ებიტ ჯგუფი არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (https://www.ebit.ge).

ჩვენ ვუზრუნველყობთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს. ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნეს-სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.

ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".

https://www.ebit.ge

რას გთავაზობთ: სამუშაო ფორმატი: საოფისე

ანაზღაურება:

** 700-დან 1000 ლარამდე საგამოცდო ვადაზე გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით (ნეტ)
** 1300-დან 1500 ლარამდე (ნეტ) საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სტუდენტის შემთხვევაში კონკრეტული გრაფიკი თანხმდება სტუდენტთან.

განვითარების შესაძლებლობები:

** თანამშრომელი გაივლის IFRS სტანდარტებისა და ფინანსური ანალიზის სასწავლო პროგრამების სრულ კურსებს, ასევე იმუშავებს სხვადასხვა პრაქტიკული ქეისების მაგალითებზე
** თანამშრომელი შეისწავლის სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების ფინანსურ ანალიზს
** კურსების დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი

კონკურსის პირობები: კანდიდატები გაივლიან ტესტირებას (ზოგადი ინტელექტისა და ექსელის ტესტი), ასევე პროფესიულ გასაუბრებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;
** სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების ფინანსურ ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიების მოკლე/გრძელვადიან ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, ფინანსური მოდელირების სხვადასხვა სცენარების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
** კომპანიების ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ცოდნა და გამოცდილება:

** ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ან კურსდამთავრებულები)
** პროგრამა Excel-სა და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა
** ფინანსური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები და პიროვნული თვისებები:

** განვითარებული მათემატიკური უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური პრეზენტაციის უნარები
** განვითარებაზე ორიენტაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...