გაყიდვების მენეჯერი
ვინ ვართ ჩვენ:
თუ გიყვართ სილამაზის ინდუსტრია, ხალხთან კომუნიკაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ამავდროულად, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!
"Webapp" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. "Webapp" აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
** დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო გარემო: საოფისე/ვიზიტები
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის SaaS (Software as a Service) პლატფორმების შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის ჩახურვა;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
** ახალი კლიენტების მოძიება და კლიენტების ბაზის გაფართოება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება, სისტემატური კომუნიკაცია და გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** კლიენტების უკუკავშირისა და საჭიროებების ანალიზი პროდუქტის მახასიათებლების, სერვისების, დამატებითი ფუნქციონალების შექმნისა და გაუმჯობესების შესახებ, ამ ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის;
** CRM სისტემაში გაყიდვების პროცესის დეტალური აღრიცხვა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების მუდმივი შესწავლა-ანალიზი და შესაბამისი ინიციატივების დაგეგმვა კომპანიის კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებისა და ზრდის მიზნით;
** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და გაყიდვების გუნდის ლიდერისთვის წარდგენა დადგენილი პერიოდულობით;
** გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და გაძლიერება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B სექტორში);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და მიზნებზე კონცენტრაციის უნარი;
** ტექნოლოგიებთან და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
** სილამაზის ინდუსტრიის ცოდნა და კონტაქტები (სასურველია)
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული საბონუსე სამოტივაციო სისტემა (ფინანსური გეგმა; რაოდენობრივი გეგმა; პორტფელის ყოველთვიური ბონუსი);
** საწვავი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@webapp.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს