ბუღალტერ-ოპერატორი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს "ემსერვისი" - ბრენდი "Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.
შპს "ემსერვისი" აცხადებს ვაკანსიას დროებით 6 თვიანი სამუშაო გრაფიკი დეკრეტის შემცვლელად ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების დოკუმენტბრუნვის წარმოება (მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2, ხელშეკრულებები);
** დებიტორული ნაშთების კონტროლი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან
** ადგილობრივი შესყიდვების პროგრამული გატარება (გარდა პროექტებისა);
** სასაწყობე ნაშთების მოძრაობის კონტროლი და პროგრამული ასახვა;
** საქონლის გადაადგილების პროგრამული დოკუმენტების შექმნა;
** ჩგდ და სხვა დოკუმენტების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება: 1500 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე; დროებით 6 თვიანი სამუშაო გრაფიკი დეკრეტის შემცვლელად.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@midea.ge 2025 წლის 15 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
** გასაუბრება;
მოგახსენებთ, რომ შპს "ემსერვისი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს