მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

კომპანია: ლემონსი

გამოქვეყნების თარიღი: Oct 10

დასრულების ვადა: Nov 10

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები. გაეცანი ვებ-გვერდს http://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია Lemons აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
** მომხმარებლებისგან შემოსული მოთხოვნების ან/და საჩივრების დამუშავება და ეფექტური უკუკავშირი;
** საჩივრებსა და პრობლემურ შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება და კომპანიის სტრატეგიის/გაიდლაინის მიხედვით მომსახურება;
** მომხმარებლების ფინანსური დავალიანებების კონტროლი გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად;
** არსებული მომხმარებლების კმაყოფილების კვლევების ჩატარება და პასუხების შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა;
** მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა კომპანიის სხვა რგოლებთან (მათ შორის ადმინისტრაციის, გაყიდვების და ა.შ. მიმართულებებით);
** კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება, საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** მომხმარებლებისთვის საჭირო დოკუმენტების მიწოდება და უკუკავშირის მიღება;
** მომხმარებელთა ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეტაპობრივად ცვლილებების შეტანა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება სხვადასხვა დეპარტამენტებში;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** მინიმალური მათემატიკური ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...