ბუღალტერი

კომპანია: ბკ ჰოლდინგ

გამოქვეყნების თარიღი: Oct 10

დასრულების ვადა: Oct 31

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ბკ ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი კონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".

"ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
** სესხთან დაკავშირებული ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
** ხელფასების და მასთან გათანაბრებული განაცემების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში
** დებიტორ/კრედიტორებთან ბუღალტრული შედარება
** მთ. ბუღალტრის დავალებით სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაში მონაწილეობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ბუღალტრულ პროგრამა Sap Business One-ში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@bkholding.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...