გრაფიკული დიზაინერი

კომპანია: იდეა დეველოპმენტი

გამოქვეყნების თარიღი: Oct 10

დასრულების ვადა: Nov 07

ადგილმდებარეობა: თბილისი

"იდეა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის ბრენდინგის ელემენტების შექმნა და განვითარება (ლოგო, ფერები, შრიფტები, გრაფიკული სტილი);
** სარეკლამო, საინფორმაციო და სადიზაინო მასალების დამზადება — ბანერები, პოსტერები, ბუკლეტები, კატალოგები, პრეზენტაციები და სხვა;
** სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება (Facebook, Instagram, ვებსაიტი და სხვა);
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შექმნა;
** პოსტების მომზადება;
** ბრენდის სტილის ერთიანობის უზრუნველყოფა ყველა მედია-არხზე;
** მაკეტების, ილუსტრაციების და გრაფიკული ელემენტების დამზადება შესაბამისი პროგრამებით: Adobe Photoshop, Illustrator მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიზაინის წინადადებების შეთავაზება ახალი კამპანიებისა და პროექტებისთვის;
** ბეჭდური მასალების ფინალური ფაილების მომზადება პრინტისთვის;
** სოციალური მედიასა და ვებსაიტებისთვის საჭირო ვიზუალურ კონტენტზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** გამოცდილება სასურველია სამშენებლო სექტორში;
** კრეატიული ხედვა და იდეების დამოუკიდებლად მოფიქრების უნარი;
** ტექნიკური ფაილების სწორად მომზადება ბეჭდვისთვის;
** კომპანიის ვიზუალური სტანდარტების და ბრენდბუქის დაცვა;

მისამართი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიური ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Hr@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გრაფიკული დიზაინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...