იურისტი

კომპანია: Next Door

გამოქვეყნების თარიღი: Oct 10

დასრულების ვადა: Nov 09

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ნექსთ დორ" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებების და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
** კორესპონდენციის წარმოება.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან. (საჯარო რეესტრი, მერია და ა.შ)
** ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა.
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@nextdoor.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - იურისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...