დირექტორის ასისტენტი
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები:
** სამების საკათედრო ტაძარი;
** დინამო არენა;
** სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფი";
** თბილისის ოლიმპიური სასახლე;
** ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
** ქუთაისის ოლიმპიური აუზი.
აღნიშნულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.mifasi.ge/
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს დირექტორის ასისტენტს.
მოვალეობები:
** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** კომპანიის სტუმრებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან და უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია.
** სხვადასხვა დოკუმენტაციის და ფაილების მოწესრიგება;
** შიდა სააღრიცხვო პროგრამის მონიტორინგი;
** დირექტორის გრაფიკის შედგენა და დაგეგმვა: შეხვედრები, მოგზაურობები, კალენდრის წარმოება;
** დირექტორთან ერთად დაგეგმილი პროცესების შესრულების კონტროლი;
** საქმიანი ვიზიტების, ღონისძიებების, შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება;
** დავალებების ჩაწერა და მენეჯერისთვის მათი დროული შეხსენებები;
** მენეჯერის ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერა;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** კომპანიის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი - 1400 ლარი (NET);
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasitoday@gmail.com-ზე. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს