ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი

კომპანია: მიფასი

გამოქვეყნების თარიღი: Oct 08

დასრულების ვადა: Nov 08

ხელფასი: 700

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები:

** სამების საკათედრო ტაძარი;
** დინამო არენა;
** სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფი";
** თბილისის ოლიმპიური სასახლე;
** ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
** ქუთაისის ოლიმპიური აუზი.

აღნიშნულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.mifasi.ge/
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

კომპანია "მიფასის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

ჩვენი გუნდი ეძებს ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორს; (ნახევარი განაკვეთი)

მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მყიდველებთან;
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა;
** ყოველდღიური რეპორტის წარმოება ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება.
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა, შრომის მოყვარეობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებული და პუნქტუალური.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 700 ლარი;
ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
გრაფიკი: 10:00-დან 14:00-მდე ან 15:00-დან 19:00-მდე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ქოლცენტრის გაყიდვების ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...