საინფორმაციო მხარდაჭერის სპეციალისტი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: საინფორმაციო მხარდაჭერის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების IT მხარდაჭერის უზრუნველყოფა (სისტემური და პროგრამული პრობლემების დროული მოგვარება);
** მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროული რეაგირება Help Desk ticketing სისტემის გამოყენებით;
** შემოსული ზარებისა და ელფოსტით მიღებული მოთხოვნების მიღება, დამუშავება და დროული გადაჭრა;
** პროგრამებში მომხმარებლების როლებისა და უფლებების (User role) მართვა;
** ტექნიკური დავალებების შესრულება SQL სკრიპტების გამოყენებით (მონაცემთა მოძიება, ანალიზი და მოდიფიკაცია;
** ორგანიზაციაში არსებულ ხარვეზებზე დროული რეაგირება და მათი გადამისამართება შესაბამის განყოფილებაზე, აღმოფხვრის მიზნით;
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და სწრაფად გადაჭრის უნარი;
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარი;
** SQL-ის საბაზისო ცოდნა (Select/Insert/Update/Delete ბრძანებების გამოყენება);
ჩვენი იდეალური კანდიდატი:
** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე;
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "საინფორმაციო მხარდაჭერის სპეციალისტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21/10/2025
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს