მიმღების თანამშრომელი
კომპანია "ონექს ჯორჯია" ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ მიმღების თანამშრომელს ბათუმში.
ეს პოზიცია მოიცავს მომხმარებლების ადგილზე დახვედრას, მათთვის ამანათებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და ამანათების გაცემას.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 800 ლარი
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს (კვირაში 40 საათი)
** პროფესიულად განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა დახვედრა და ინფორმაციის მიწოდება ადგილზე
** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა/გადამოწმება შესაბამის დეპარტამენტებთან
** ამანათების გაცემა.
მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და პროფესიონალური მიდგომა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** ქართული და ინგლისურის ცოდნა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა - სასურველია)
თუ თქვენ თვლით, რომ აღნიშნული პოზიცია თქვენთვის შესაფერისია, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@onex.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ: მიმღების თანამშრომელი - ბათუმი.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს