გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: STREAM

გამოქვეყნების თარიღი: Oct 07

დასრულების ვადა: Nov 01

ხელფასი: 4000

ადგილმდებარეობა: თბილისი

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, საავტომობილო ინდუსტრიაში, საერთაშორისო კომპანიისთვის "Georgia Energy Cars".

"Georgia Energy Cars" - ახალი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების კომპანია არის წამყვანი გლობალური ბრენდების, როგორიცაა Work stuff, Greenchem, Car Gods, CWORKS, და HPX ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტს თბილისში შოურუმისთვის და სრული ლოჯისტიკური ჯაჭვის მართვას. ასევე ავტომობილების დისტრიბუციას/ექსპორტს ბულგარეთში, პირდაპირ გაყიდვებს, ინდივიდუალურ შეკვეთებს და წარმომადგენლობას ბულგარელი კლიენტებისთვის, მომსახურების მართვით თბილისიდან. თბილისში განლაგდება შოურუმი სატესტო მართვის ზონით, მომსახურებისა და მომზადების სივრცით.

დამატებითი ინფორმაცია https://www.autowarelab.com/

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 Gel + ბონუსი წლიური შესრულების მიხედვით
KPIs/Goals: თვეში დახურული გარიგებების რაოდენობა, თითო გარიგებაზე საშუალო მოგების მარჟა, Test-drive ის მაჩვენებლით.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმების შემუშავება და განხორციელება, შეთანხმებული მომგებიანი გაყიდვების მიზნების მისაღწევად;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განხორციელება;
** ძირითადი კლიენტების პორტფელების მართვა და მათთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა საჭიროებებების დადგენა და ბიზნეს მიზნების მორგება;
** დაკარგული გაყიდვების ანალიზი და მათი მინიმიზაციისთვის სტრატეგიების შემუშავება და მიზეზების აღმოფხვრა;
** მომხმარებელთან საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები;
** არსებულ კლიენტებთან მოლაპარაკებები და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების უზრუნველყოფა;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი; CRM მენეჯმენტი;
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის წარმომადგენლობა და ადგილზე ვიზიტების ჩატარება კლიენტთან ლოკაციებზე;
** ლიდერობა და გუნდის განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საავტომობილო ბიზნესში B2C გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის, ინტერპერსონალური და პრეზენტაციის უნარები;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტისა და ვადების მართვის უნარი და გამოცდილება;
** მომხმარებელზე ორიენტირებული, გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევისა და კონკურენტული ანალიზის ჩატარების გამოცდილება.
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის (http://www.thestream.ge) რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...